ვინ ვართ ჩვენ?

რას გთავაზობთ?

განათლება ჩვენთვის არის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი.

ისწავლე რაღაც ახალი, ყოველდღე!

დიდი პატივია მოგმართოთ როგორც Linguistic Lab-ის დამფუძნებელმა. ჩვენი მიზანია, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში შევთავაზოთ სტუდენტებს და მსმენელებს მაღალი ხარისხის ცოდნა, პრაქტიკული უნარები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც მათ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს სწრაფად ცვალებად სამყაროში. განათლება ჩემთვის არის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი. სწორედ ამიტომ Linguistic Lab ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული მასალის მიწოდებაზე, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ინოვაციურ მიდგომებსა და ლიდერობის თვისებების განვითარებაზე. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც ერთიანდებიან საერთო ხედვით – უზრუნველყონ სწავლების ისეთი პროცესი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამავდროულად მორგებულია თითოეული სტუდენტის უნიკალურ საჭიროებებსა და მიზნებს. ვიმედოვნებ, რომ Linguistic Lab-ი გახდება ის ადგილი, (რომელიც არაერთხელ უკვე გახდა) სადაც თქვენი მიზნები გადაიქცევა რეალობად და სადაც ცოდნა დაგეხმარებათ წარმატების გზაზე. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ თქვენი წარმატების ისტორიების წერას.
პატივისცემით,

მაკა გუნაშვილი
დამფუძნებელი​
Linguistic Lab

ვინ ვართ და რას მიიღებთ ჩვენგან?

განათლება ჩემთვის არის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი.

„ლინგუისთიქ ლაბი“ 2022 წლის 1 სექტემბერს დაარსდა მაკა გუნაშვილის ხელმძღვანელობით.

ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ყველა ასაკის მსმენელს მიეცემა შესაძლებლობა განავითაროს აკადემიური და პროფესიული უნარები. ჩვენი მისიაა, რომ ერთ სივრცეში გაერთიანდეს ენების სწავლა და საგნობრივი და საერთაშორისო გამოცდებისთვის გადამზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შეთავაზება.

„ლინგუისთიქ ლაბი“ წარმოადგენს გარემოს, სადაც ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაიქმნება და სწავლის პროცესი ხდება შედეგზე ორიენტირებული, სტრუქტურირებული და ეფექტური. ზუსტად ამიტომაა ჩვენი სლოგანი: „მომავალი შენია, როცა გაქვს მისი გასაღები”

ისწავლი გამოცდილი პროფესიონალებისგან
დაზოგავ დროს და ენერგიას
აისრულებ ოცნებებს