ინსტრუქტორები

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

განათლება ჩვენთვის არის არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება, არამედ პიროვნული და პროფესიული ზრდის საფუძველი.

მაკა გუნაშვილი​

დამფუძნებელი და ინგლისური ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრატურა. ფლობს CELTA/TESOL და სხვა სერტიფიკატებს. მრავალი წლის გამოცდილება ინგლისური ენის სწავლებასა და კომუნიკაციაში, როგორც აბიტურიენტებთან, ასევე სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან. მუშაობდა ევროპაში სხვადასხვა ასაკისა და დონის სტუდენტებთან. მისი მიზანია არა მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის სწავლება, არამედ კომუნიკაციის უნარების, კულტურული სენსიტიურობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. აგრძელებს ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას გლობალურ სივრცეში.

სოფი ბოჭორიშვილი

გერმანული ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი. გერმანიაში გაიარა გერმანისტიკის მაგისტრატურის ხარისხი. გერმანიაში მოიპოვა Zusatzqualifizierung für DaZ-DaF Lehrkräfte, რომელიც მოიცავს გერმანულის, როგორც მშობლიური ან უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციას. აქვს გამოცდილება საქართველოში გერმანულენოვან სტრუქტურებში. პარალელურად, დღესაც მუშაობს გერმანიის ენის შემსწავლელ ცენტრში, ონლაინ.

ეკა გუნაშვილი

დაწყებითი კლასების მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ფლობს მასწავლებლისა და თარჯიმნის კვალიფიკაციას. იცის ინგლისური და გერმანული ენები. 2022 წლიდან ასწავლის დაწყებით კლასების მოსწავლეებს “Linguistic Lab”-ში.

თეა გიგიბერია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა, კლასიკური ენები) ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ძველი ქართული ენის სპეციალობით. ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. გამოცდილება აქვს როგორც აბიტურიენტებთან, ასევე სხვადასხვა ასაკის მსმენელებთან. მუშაობდა თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად. მონაწილეობდა განათლების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთობლივ პროექტში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენას უცხოენოვან პრობაციონერებს. 2016 წლიდან აქტიურად ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სალომე ტერტერაშვილი

ინგლისური ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანგლისტიკის ფაკულტეტი. 2025 წლის აგვისტოში წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის საგნის გამოცდა. მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარება.

ქეთევან მინდორაშვილი

ისტორიის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. მაგისტრი. საჯარო და კერძო სკოლებში მრავალწლიანი გამოცდილება ისტორიის, რელიგიის ისტორიის მასწავლებლად. უფროსი მასწავლებელი.

ნინო შუკაკიძე

სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი
იხილე მეტი…

ქ.რუსთავის ქალთა ინსტიტუტის დაწყებითი კლასების პედაგოგი. მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სკოლებში, მათ შორის გახანგრძლივებულ ჯგუფებთანაც. ლინგუისთიქ ლაბის ფარგლებში მოქმედი საკვირაო სკოლის, “ნუცას სკოლის”, ხელმძღვანელი.

თინი ტიტვინიძე

გერმანული ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

მუშაობდა და სწავლობდა გერმანიაში. თინი ლინგუისთიქ ლაბის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, რომელიც თავისი გამორჩეულობისა და წარმატების გამო ჩვენთან დასაქმდა და შესანიშნავად უძღვება გერმანული ენის კურსს სკოლის მოსწავლეებთან.

ნინო ბაქრაძე

ინგლისური ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა უცხოურ ენათა ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარმატებით ჩააბარა პროფესიული უნარებისა და საგნის კომპეტენციის დამატასტურებელი გამოცდები. აქვს თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება. აქტიურად თანამშრომლობს და ესწრება ,,English Book Education”-ის მიერ გამართულ ტრენინგებს თანამდეროვე წიგნების გამოყენებისა და უახლესი მეთოდებით სწავლების შესახებ. აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ყველა ასაკის სტუდენტთან.

ეთერ ჭიღიტაშვილი

სამოქალაქო განათლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაიარა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით: თანამედროვე სწავლების მეთოდები, ხარისხის მართვა, შეფასების სისტემები, დოკუმენტების მენეჯმენტი. მრავალწლიანი პრაქტიკა ინოვაციური სწავლების სტრატეგიებში და სტუდენტებზე ორიენტირებულ განათლებაში.

ნანული ლოლაძე

რუსული ენის მასწავლებელი
იხილე მეტი…

დაამთავრა რუსული ენის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი მასწავლებლობის გამოცდილება საჯარო და კერძო სკოლებში. მუშაობს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენოვან მოსწავლეებთან. ფლობს გერმანულ ენასაც.

ლევან ხოსრუაშვილი

PR მენეჯერი
იხილე მეტი…

კრეატიული, ხალისიანი, იდეებით სავსე. მან ლინგუისთიქ ლაბში რამდენიმე კურსი გაიარა და მისი მეგობრული ბუნებისა და მრავალმხრივი ნიჭის წყალობით მალე გახდა შესამჩნევი ჩვენი მენეჯმენტისთვის. ახლა ის ჩვენი საყვარელი თანამშრომელია.

გაგა ჩახვაშვილი

მათემატიკის მასწავლებელი
იხილე მეტი…

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მაგისტრანტი. რაზმაძის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. დოქტორანტურა კვლევაზე – ,,სიმლიციალური ობიექტები”. შოთა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტის პრიზიორი.